ჩვენი მიზანია თითოეულ ავტომობილს დავუბრუნოთ მისი ქარხნული, ავთენტური ვიზუალი.
TOPLINE-ს აქვს 10 წლიანი გამოცდილება ავტომობილების სამღებრო და აღდგენითი სამუშაოების სფეროში. ამ დროის განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა მაღალკვალიფიციური გუნდი, რომელიც შედგება პროფესიონალი მღებავებისა და ტექნიკური სპეციალისტებისგან.
ავტომობილების სამღებრო ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო მიმართულებაა. ეს არის სფერო, სადაც ყველა პატარა დეტალის სიზუსტით შესრულება და დიდი გამოცდილება განსაზღვრავს საბოლოო შედეგის ხარისხს. ჩვენ ვმუშაობთ თითოეულ პროექტზე ინდივიდუალურად, რადგან ყველა ავტომობილი განსხვავებულია და საჭიროებს სწორ მიდგომას, ზედაპირის სრულ ანალიზსა და ტექნიკურად ზუსტ შესრულებას.
რა გვაძლევს უპირატესობას?
TOPLINE-ის სამღებრო სერვისი გამოირჩევა მაღალი სტანდარტებითა და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომით:
- ფერის ზუსტი შეხამება (Factory Match)
- PPG LINQ ტექნოლოგია (წყლის ბაზაზე საღებავები)
- Glasurit-ის პრემიუმ კლასის სოლვენტური საღებავები
- Silco-ს პრემიუმ კლასის სოლვენტური საღებავები
- პრემიუმ, ეკოლოგიურად სუფთა მასალები
- ზედაპირის სრულყოფილი მომზადება
- ქარხნული ვიზუალის სიზუსტე
- მრავალსაფეხურიანი ხარისხის კონტროლი
- გრძელვადიანი გამძლეობისა და მდგრადი ზედაპირის გარანტია
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შეღებვა, არამედ საბოლოო შედეგის იდეალური ვიზუალური ინტეგრაცია ავტომობილის მთლიან დიზაინთან.
