რარიტეტული ავტომობილის რესტავრაცია მხოლოდ ტექნიკური პროცესი არ არის — ეს არის ისტორიის, დიზაინისა და ინჟინერიის აღდგენის ხელოვნება. Topline-ში თითოეულ პროექტს ინდივიდუალური მიდგომით ვუდგებით და ვახორციელებთ როგორც სრული, ისე ნაწილობრივი რესტავრაციის სამუშაოებს.
ჩვენი გუნდი ზრუნავს ავტომობილის ავთენტური (ქარხნული) იერსახის დაბრუნებაზე. ვასრულებთ ძარის აღდგენას, კოროზიის მოცილებას, სამღებრო სამუშაოებს, დეტალების რესტავრაციას, დაშლა-აწყობასა და საბოლოო დითეილინგს. ჩვენი მიზანია, თითოეული კლასიკური ავტომობილი დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რომელიც მის ისტორიასა და ღირებულებას სრულად შეესაბამება.
