დაზიანებული ან გაცვეთილი დეტალი ყოველთვის შეცვლას არ საჭიროებს. Topline-ში ვახორციელებთ ავტომობილის როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის სხვადასხვა დეტალის პროფესიონალურ აღდგენას, მათი ფუნქციონალისა და პირვანდელი იერსახის მაქსიმალური შენარჩუნებით.
ჩვენი მომსახურება მოიცავს პლასტმასის, მეტალისა და სხვა ელემენტების აღდგენას, მცირე დაზიანებების შეკეთებას, ზედაპირების განახლებასა და ქარხნულ სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებულ შედეგს. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით, ვაბრუნებთ დეტალებს პირვანდელ მდგომარეობას, რაც ხშირად მნიშვნელოვნად უფრო ეფექტური და ეკონომიურია, ვიდრე მათი სრულად ჩანაცვლება.
