აღადგინეთ თქვენი ავტომობილის ბზინვარება პროფესიონალური პოლირებით. მრავალსაფეხურიანი კორექციის პროცესით ვამცირებთ ნაკაწრებს, ჰოლოგრამებს, დაჟანგვის კვალსა და სხვა ვიზუალურ დეფექტებს, ვაბრუნებთ ფერის სიღრმესა და სარკისებურ ბზინვარებას.
თითოეული ავტომობილი გადის ლაქ-საღებავის საფარის დეტალურ შეფასებას, რის შემდეგაც ინდივიდუალურად შეირჩევა კორექციის ეტაპები. სამუშაო სრულდება GYEON-ის პროფესიონალური სისტემებით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ შედეგს და ზედაპირის უსაფრთხო დამუშავებას, კერამიკული დაცვისთვის იდეალურად მომზადებულ მდგომარეობაში.
